вторник, 6 июля 2010 г.

ზღაპრის სამეფოში







პროექტის სახელი: ზღაპრების სამეფოში
პროექტის მოკლე აღწერა: ზღაპრების კლასიფიკაციის რამდენიმე სახის წარმოდგენა.
პროექტის სრული აღწერა: ინიციატივა წამოვიდა ბავშვებიდან,რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ
ზღაპრები, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი: ,,ზღაპრების სამეფოში“
კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად.
I ჯგუფი: მოიძიებს ჯადოსნურ ზღაპრებს. მოძიებული მასალა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. გააკეთონ ერთერთი ზღაპრის ინსცენირება.
II ჯგუფი: მოიძიებს საყოფიერო–ნოველისტურ ზღაპრებს. მოძიებული მასალა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. გააკეთონ ერთერთი ზღაპრის პრეზენტაცია.
III ჯგუფი : მოიძიებს მითებსა და ლეგენდებს. მითებისა და ლეგენდების შექმნის ისტორიას. მოძიებული მასალა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
IV ჯგუფი: საგმირო ხასიათის ზღაპრებს. მოძიებული მასალა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით .გააკეთონ ერთერთი ზღაპრის ინსცენირება.
დათქმულ დღეს ყველა ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას.
პროექტის წარდგენის დღეს: კლასში მოვაწყობთ ანიმაციური ფილმების ჩვენებას. ვაჩვენებთ 3–4
ფილმს. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია და მოხდება პროექტის ,,ზღაპრის სამეფოში“ შეჯამება.
მონაწილეთა ასაკი: 8–9 წლის.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
სამუშაო ენა:ქართული